ანგელა მერკელი: ნატოსთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ

ნატოსთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ, რომელიც საქართველოსთვის სპეციალური პაკეტის შექმნას გულისხმობს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანია საქართველოსთან ავღანეთთან დაკავშირებით კარგად თანამშრომლობს.
„რაც შეეხება ნატოს, ვიპოვეთ კარგი გადაწყვტილება – პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ გიორგისთან, საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაშიც ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს პაკეტის „ნატო ჯორჯიან საბსენთენშენის“ ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განცხადების თარგმანს ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები