ანგელა მერკელი: ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მოიაზრებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს.
”ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. მიხარია, რომ ჰუმანიტარული კონტაქტები, ადამიანებს შორის კონტაქტები არსებობს ამ რეგიონებთან და მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატების მისაღწევად”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განცხადების თარგმანს ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები