მოწმე: სისხლის კვალი ომარის და მაგდას სახლიდან იწყებოდა და სადარბაზოს გასასვლელამდე გრძელდებოდა

საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე ირმა მატეიჩი დაიკითხა. მოწმის ინფორმაციით, 2015 წლის 19 დეკემბერს, როდესაც სადარბაზოს დერეფანში სამართალდამცველებმა შუქი აანთეს, მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის ოთახის კარიდან სადარბაზის ბოლომდე სისხლის კვალი იყო.
მოწმემ მკველობის ღამე გაიხსენა და დეტალური ჩვენება მისცა სასამართლოს, თუ რა მოხდა 2015 წლის 19 დეკემბრის ღამეს.
“როდესაც ხმაური გავიგე გარეთ გამოვედი და დავინახე დარეჯან მინდიკაური ომარის ცხედართან. ომარის თავი სულ სისხლიანი ჰქონდა. შევბრუნდი უკან სასწრაფოს გამოსაძახებლად. როცა უკან დავბრუნდი დარეჯანს უკვე თორნიკე ეჭირა ხელში, გამოვართვი და ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი, ყურები დავუზილე, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვი უკვე ცივი იყო.მოვიდა სასწრაფო და პოლიცია. გვითხრეს ცხედრებს მოვშორებულიყავით. შევედით უკან სახლში. სადარბაზოს დერეფანში ბნელოდა. მერე როცა შუქი აინთო, დავინახე სისხლის კვალი. თითქოს გამოხოხიალებული იყო ვიღაც. კვალი ომარის და მაგდას სახლიდან იწყებოდა და სადარბაზოს გასასვლელამდე გრძელდებოდა. მერე როცა ოთახის კარი გააღეს, შევნიშნე ასევე მოთეთრო ლაქა. თითქოს რაღაც იყო მოწმენდილი ნაჩქარევად”, – განაცხადა ირმა მატეიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები