რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ადრეული ქორწინების პრობლემაზე იმსჯელებენ

16 ივნისს, 11 საათზე – ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ფორუმს „რელიგიები და ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში“ უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რელიგიური გაერთიანებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეები პრობლემის გადაჭრის გზებზე და თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.
2016 წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „21-ე საუკუნე“ საპარტნიორო ინიციატივის ფარგლებში, რელიგიათაშორის საბჭოსთან, რომელშიც საქართველოში მოღვაწე 11 რელიგიური გაერთიანება შედის, თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. თანამშრომლობის მიზანი, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის მიზნით, რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებაა. ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლას.
ფორუმი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პირველი დიდი ღონისძიებაა. რამდენიმე შეხვედრა გაიმართება კახეთშიც, რომელშიც მონაწილეობას თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოღვაწე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები