სიღნაღში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

26 ივნისს, 16:00 საათზე, ქალაქ სიღნაღში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველო და ინტეგრაცია” გურამ არუთინაშვილის ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტს ,,იმედის ხელი მომავალს” ჩაატარებს.
საღამო სოფელ ჯუგაანის დღის ცენტრის ბენეფიციარების დასახმარებლად გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა საჭირო ინვენტარის შესაძენად მთლიანად მოხმარდება დღის ცენტრს.
კონცერტში მონაწილეობენ: ანა მალაზონია,ნინი შერმადინი,ანი სირაძე,ქეთა წიკლაური, ნატალი სულავა, ამალია ჯიბლაძე, გიორგი დათიაშვილი, პაატა ოდიშვილი, ფანდურა ბექაური, გიო ხაჭაპურიძე, გოჩა ჭაბუკაიძე,გიორგი ჯმუხაძე,როლანდ ჯანაშვილი,ანდრია სხირტლაძე და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები