ხელვაჩაურში მოწამვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა. გუშინ საღამოს დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ყველა სტუმარი, გარდა ჩინეთის მოქალაქისა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის „დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი“. პირველადი მოკვლევით, საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები