სასამართლო პროცესზე მაგდა პაპიძის მეზობლის დაკითხვა მიმდინარეობს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მეზობლის დაკითხვით განახლდა. ამ წუთებში პაპიძის მეზობელი ალა მარქაროვი იკითხება, რომელიც 19 დეკემბერს, მკვლელობის დღეს, პაპიძის დედამთილ დარეჯან მინდიკაურთან სტუმრად, დედასთან ერთად იმყოფებოდა.
“მაგდა შემოვიდა, შემოიტანა დივნის გადასაფარებელი. საათნახევრიან რეჟიმზე ჩართო სარეცხის მანქანა. ცოტა ხანში დიდი რაოდენობით ქაფი და მოვარდისფრო მოწითალო ფერის წყალი გამოჩნდა. სარეცხის მანქანიდან წყალი გადმოვიდა რომელიც მოწითალო იყო. პაპიძემ წყალი ჩემი ჭიქიდან დალია, არადა ყველამ ვიცოდით, რომ არავის ჭიქით არ სვავდა.
მაგდას 2008 წლიდან ვიცნობ, რაც გირით გადმოვიდა. ცვალებადი ხასიათი ჰქონდა. ჩვენი მისვლა დარეჯანთან არ სიამოვნებდა. სახლში რომ მოვიდოდა, მეზობლებმა ვიცოდით, რომ უნდა წავსულიყავით. ცუდი აურა მოდიოდა მისგან. ბავშვს უწიოდა და ხშირად ხმამაღლა ჩხუბობდა ხოლმე. ომარი წესიერი იყო, მეოჯახე, პასუხისმგებლიანი, უყვარდა ცოლ-შვილი, ხშირად არ სვამდა და არც პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია”, – განაცხადა მარქაროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები