თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს დელეგაცია ესტუმრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბრემენის უმაღლესი ინსტანციის სამხარეო სასამართლოს დელეგაცია.
როგორც „კვირას“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სტუმრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილმა უმასპინძლეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ სულაქველიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (IRZ) წარმომადგენელი დოქტორი სულხან გამყრელიძე.
შეხვედრის ძირითად თემას საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა და არსებული სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენდა. მოხსენებისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა ორივე ქვეყანაში, ელექტრონული პროგრამის მუშაობის თავისებურებებზე ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა ასევე პროგრამის ფუნქციონალურ დახვეწაზე და მოეწყო არსებული პროგრამის პრეზენტაცია.
ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, მოსამართლეთა სამუშაო და მედიაციის სასესიო ოთახები, მოინახულეს ვიდეო კონფერენციის აპარატურით აღჭურვილი სხდომათა დარბაზი და ასევე, ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები