მანანა კობახიძე: განაჩენში არ არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი

„არსად განაჩენში არ არის ნათქვამი, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას.
როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობა სტრასბურგის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
„არსად განაჩენში არ არის ნათქვამი, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მით უმეტეს, არ შეიძლება საუბარი იყოს მის გათავისუფლებაზე. ეს არის სპეკულირება, რაც ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატისგან, რაც, თითქოსდა, რაიმე მსგავსს გვავალებს სასამართლო განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას. აუცილებლად მთავრობა გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მოსარჩელე მხარე ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით 55 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლომ საბოლოოდ სახელმწიფოს 8 და 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო კომპენსაციის შესახებ სხვა სარჩელები არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები