ბიძინა ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძეს ვაძლევ რჩევას, არ იცრუოს და მეტს არაფერს არ ვიტყვი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გაერთიანება “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს მიმართავს, რომ სიცრუისგან თავი შეიკავოს.
„პაატა ბურჭულაძეს ვაძლევ რჩევას, არ იცრუოს და მეტს არაფერს არ ვიტყვი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე, პაატა ბურჭულაძის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, თითქოს იგი პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობას სთავაზობდა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასეთივე პასუხი გასცა პაატა ბურჭულაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პაატა ბურჭულაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები