“თუ “ქართული ოცნება” 80 ადამიანზე ნაკლებს შეიყვანს პარლამენტში, ბევრ პრობლემას მივიღებთ”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არასწორად მიაჩნია.
მისი თქმით, “ამდენი სიღარიბისა და უმუშევრობის პირობებში, კოალიციური მთავრობა ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის”.
“მე მხოლოდ ანალიზის საფუძველზე ვთქვი, რომ 95 ადამიანით შევალთ პარლამენტში. კოალიციური მთავრობა ასეთი ეკონომიკის პირობებში, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. დემოკრატიისითვის კი, კარგია. ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა.
თუ “ქართული ოცნება” ახალ პარლამენტში 80 ადამიანზე ნაკლებს შეიყვანს, ბევრ პრობლემას მივიღებთ ეკონომიკის მხრივ. ასეთი მთავრობები, ძირითადად, რესურსის სათავისოდ განაწილებით არიან დაკავებულნი და რეფორმები რჩება უკან. ამდენი სიღარიბის და უმუშევრობის პირობებში, კოალიციური მთავრობა ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის.
ამით შეიძლება, ახალი ტიპის პრობლემები მივიღოთ. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, მაგრამ ამ რაოდენობით უნდა მოვიდნენ, თუ გვინდა, რომ გვყავდეს მყარი მთავრობა. ძალიან მინდა, რომ მოსახლეობა ამას გაგებით მოეკიდოს და მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”. არავინ იფიქროს, რომ კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი ვარ. ეს თავისთავად მოხდება მომავალში. დაფუძნდება პარტიები, არ იქნება ორდღიანი პარტიები, ექნებათ იდეოლოგია, მოსახლეობაც ამაში დარწმუნდება, მაგრამ ახლა ეს გაგვიჭირდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები