გედევან ფოფხაძე – ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ახალი მოსამართლეები ავირჩიოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტამდე ნაკლებად შესაძლებელია ის ფაქტი, რომ ახალი მოსამართლეების არჩევა მოხდეს. მისი განცხადებით, „ნაციონალურის მოძრაობის“ ბოიკოტმა ეს ვითარება გაართულა.
„ამ მოწვევის პარლამენტში მოკლებულნი ვართ იმ შესაძლებლობას, რომ ახალი მოსამართლეები დავნიშნოთ. ამისათვის 76 ხმა იყო საჭირო, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის რეჟიმის პირობებში კი ყველა დეპუტატის ხმა გადამწყვეტი იყო. ამ კუთხით ალბათ უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო. როდესაც ვამბობთ, პრეზიდენტი წარმოადგენს და ამტკიცებს პარლამენტს, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვისაც წარმოადგენს, პარლამენტი ავტომატურ რეჟიმში უნდა ამტკიცებდეს მას. ეს საკითხები წყდება ინსტიტუციონალური კონსენსუსით. სწორედ ამას ნიშნავს წარმოდგენა და შემდეგ დამტკიცებაც. იმან წარმოადგინა, მე კი დავამტკიცე, ორივე მხარე უნდა იყოს შეთანხმებული. წარმოდგენამდე რომ კონსულტაციები ყოფილიყო, მათ შორის უმრავლესობის ლიდერთან, ქვეყნის პრემიერთან, ეს იქნებოდა სწორი, ამ მოწვევის პარლამენტში ძნელად წარმოსადგენია, რომ ახალი მოსამართლეები ავირჩიოთ“,- განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები