ანი მიროტაძე – საფრთხე, რომ სასამართლო სისტემაში ქაოსი შეიქმნას, მაღალია

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემა რეფორმას საჭიროებს, რადგანაც ის ჯერ კიდევ სათანადოდ თავისუფალი არ არის. მიროტაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში ქაოსის შექმნის რეალური საფრთხე არსებობს.
„დღეს სასამართლო არ არსებობს და ის მოსამართლეები, რომლებიც არიან წარმოდგენილნი, ვერ უზრუნველყოფენ ქვეყანაში სამართლისა და კანონის უზენაესობას. ეს არის სისტემა, რომელსაც ყველა დროს ხელისუფლება ირგებდა და მოსამართლეები, ხშირ შემთხვევაში, პროკურატურის მიერ მიღბულ გადაწყვეტილებებს ახმოვანებდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ და წინა წლებთან შედარებით, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოცემულობაა, მაშინ სასამართლო დარბაზებში იმ გადაწყვეტილებების წაკითხვა ხდებოდა, რომლებიც ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში იწერებოდა. ეს რა თქმა უნდა, დღეს ასე არ არის და ამისგან შორს ვართ, მაგრამ, ვფიქრობ, სისტემა არ არის გათავისუფლებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხე, რომ სასამართლო სისტემაში ქაოსი შეიქმნას, მაღალია“,-განაცხადა მიროტაძემ.
არსებული ვითარების შესაცვლელად, „ ეროვნული ფორუმი“ ახალი ინიციატივით გამოდის, კერძოდ კი, მიროტაძის განცხადებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, უნდა მოხდეს მოსამართლეების პირდაპირი წესით არჩევაც, საუბარია პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებზე. ინიციატივა არ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. მიროტაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების ასეთ შემეთხვევაში, მოსახლეობის მხრიდან სასამართლოსთან მიმართებაში ნდობის საკითხი გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები