პაატა ზაქარეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია იქნება აუცილებლად

მთავარი არის ის, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ვიზალიბერალიზაციის ვადებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საუკუნეებია, საქართველო ელოდებოდა იმ დღეს, რომელიც რამდენიმე თვეში განხორციელდება.
„მთელი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკოსებისგან ყოველთვის ითხოვთ რაღაც თარიღებზე საუბარს და თუ მერე ამ თარიღებში ვერ სრულდება, ხდება პასუხისმგებლობაზე ხაზგასმა.
ვიზალიბერალიზაცია იქნება უცილებლად. საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. სამწუხაროდ, დრო აღმოჩნდა ისეთი, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. მათ შორის ეს არის მიგრაციის პრობლემა ევროპაში და შიდა პრობლემებს ამასთან კავშირი არ აქვს. ევროკავშირს აქვს უამრავი გამოწვევა და მას სჭირდება დამატებითი მექანიზმები, რათა მიგრაციის პრობლემები იყოს მართვადი ევროპაში. ამიტომ მათ სჭირდებათ სწრაფი შეჩერების მექანიზმი. მე მგონი, მშვიდად უნდა ვუყუროთ ამას. საუკუნეებია საქართველო ელოდებოდა იმ დღეს, რომელიც რამდენიმე თვეში განხორციელდება. ამიტომ, სექტემბერი იქნება, ოქტომბერი თუ აგვისტო, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ არ მოხდება ამის უარყოფა და დავიწყება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები