ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეაფასა განათლების მინისტრის თანამდებობზაე განხორციელებული ცვლილება და აღნიშნა, ყოფილ მინისტრთან კითხვები არ არსებობს, მაგრამ საჭირო იყო უფრო ეფექტური სამინისტრო, რის გამოც, კვირიკაშვილმა მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინსვლა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, არასწორად მიაჩნია მოსაზრება, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრი მთავრობაში მხოლოდ 4 თვით მიიყვანა.
„განათლების მინისტრის შეცვლით კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას. ძველ მინისტრთან მკვეთრი კითხვები არ არსებობს. საერთოდ, განათლებას ბევრი ყურადღება უნდა მიექცეს. რაც შეიძლებოდა იმ ბიუჯეტიდან, ყველაფერი კეთდებოდა. ახლა გაჩნდა საშუალება, რომ ბიუჯეტის ზრდის შემთხვევაში განათლება გახდეს პრიორიტეტი. კარგად გვახსოვდეს, რომ მხოლოდ განათლებას შეუძლია ქვეყნის განვითარება. 4 თვეში ახალი მინისტრი სასწაულს ვერ გააკეთებს, მაგრამ, ალბათ, შემდეგაც გააგრძელებს ახალი მინისტრი. არ მგონია, რომ კვირიკაშვილმა ის მხოლოდ 4 თვით მოიყვანა, მგონია, რომ უფრო ხანგრძლივი გეგმები აქვს მასთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები