მაგდა პაპიძის საქმის განხილვა დღეს განახლდება

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დღეს განახლდება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედის, დარეჯან მინდიკაურის დაკითხვა განახლდება, რომლის დაკითხვაც პროკურატურამ წინა პროცესზე დაიწყო.
დარეჯან მინდიკაურმა დაკითხვისას მაგდა პაპიძისა და მისი შვილის ურთიერთობაზე, ასევე რძალ – დედამთილს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. ომარ ქაფიაშვილის დედამ ასევე გაიხსენა შემთხვევის დღე და როგორც საკუთარი, ასევე ბრალდებულ მაგდა პაპიძის ქმედებები.
სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. წინა პროცესზე ასევე დაიკითხა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი. მისი დაკითხვა, პროკურორების შუამდგომლობების საფუძველზე ნაწილობრივ დაიხურა, რადგან ოთარ ბერძენიშვილმა მისი და მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებზე ისაუბრა, ასევე გამოკვლეული იქნა ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის პირადი მიმოწერაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები