14 ივნისი

08:30
NEW
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი შშმ პირების პირველ ნაკადს, ზღვის კურორტზე ურეკში გააცილებს. მისამართი: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მიმდებარე ტერიტორია (ველოსიპედთან).
10:00
ფოთში,პორტის მიმდებარედ,9 აპრილის ხეივანში,საკონტეინერო ტერმინალების და ლოგისტიკური კომპანიების თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართავენ.აქცია საზღვაო კონტეინერების სატერმინალო დამუშავებას, 1 ივლისიდან, მხოლოდ მის კუთვნილ სახმელეთო ტერმინალში გულისხმობს. მონაწილეები ასევე გაავრცელებენ მიმართვას პრემიერ–მინისტრის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების, ბიზნეს–ომბუცმენის, კონკურენციის სააგენტოს უფროსის და ფოთის მერის მისამართით
10:30
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამართავს კონფერენციას: „საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები”. კონფერენციზე წარმოდგენილი იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს,” „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და „მედიის განვითარების ფონდის” კვლევები. მის: სასტუმრო თბილისი მარიოტი, წვეულებათა დარბაზი
11:00
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გია ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
კულტურის სამინისტროში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ფესტივალის მხარდამჭერები გაუძღვებიან.
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს.
11:30
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“ტექნოპარკის” შენობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. მის: ოქროყანა. ინოვაციების 7.
12:00
“მემარცხენე ალიანსი” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ მახარეიშვილი, პარტიის მხარდამჭერები და ქ. ქუთაისის ს. მახვილაძის ქუჩის მაცხოვრებლები, სავალი გზის ნაწილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით აქციას გამართავენ, რაც ძალიან აწუხებს ს. მახვილაძის მე-2 შესახვევში მცხოვრებ მოსახლეობას. მის.: ქ. ქუთაისი, ყოფილი ახალგაზრდობის გამზირი, ახლანდელი სილოვან მახვილაძის ქუჩა 33, მეორე შესახვევი. საკონტაქტო პირები: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642, თამაზ მახარეიშვილი (ქუთაისის კოორდინატორი) 599 798883
A8
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტი გოჩა ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს.
12:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა №14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
NEW
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, III სართული
12:00
NEW
საჯარო დისკუსია „რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
12:00
NEW
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე და მისი მოადგილე ხათუნა თოდაძე სამედიცინო ცენტრ “ურანტისათვის“ ტენდერის გამოუცხადებლობის, ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების გზებისა და თანამშრომლების დასაქმების შესახებ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: ქავთარაძის ქ.21ა, თბილისი, საქონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური 599 29-60-50

12:30
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. მისამართი: სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”, თავისუფლების მოედანი 4
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ბრიფინგს გამართავს.
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში უფლებადამცველebi: გრიგოლ გაგნიძე, მამუკა ტუსკაძე და ლაშა სტურუა ბრიფინგს გამართავენ.
15:00
სახალხო დამცველი ყოფილ უვადო მსჯავრდებულს გიორგი გელაძეს შეხვდება. მისამართი: ნინო რამიშვილის 6
19:00
შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს, თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დახატული“ უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები