ელმარ ბროკი ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას სექტემბერში უყრის კენჭს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონდებლო ინიციტივას სექტემბრის პირველ ნახევარში უყრის კენჭს.
ამის შესახებ ელმარ ბროკმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილებოდა.
ელმარ ბროკის ვარაუდით, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრაზე გატანა ზაფხულში ვერ მოესწრება.
ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ანდრეს მამკინსი. მისი ვარაუდით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბრის პირველ, ან მეორე კვირაში უყრიან კენჭს. როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპარლამენტის წევრებს კანონპროექტში შესწორებების წარსადგენად ბოლო ვადა 21 ივნისამდე აქვთ. ევროაპრლამენტის კომიტეტები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვას ივლისში დაასრულებენ. საკანონმდებლო ინიციატივას 7 ივლისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უყრის კენჭს, 13-14 ივლისს კი სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტები დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები