მანანა კობახიძე: ბადრი ჯავახიშვილი გამოყენებულია ინსტრუმენტად ბინძური ცილისწამებისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, მისი ძმის, თბილისის საკრებულოს წევრის, თედო კობახიძის წინააღმდეგ მომზადებულ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები ძალიან ჰგავს იმ კამპანიას, რაც თავის დროზე ალეკო ელისაშვილმა დაიწყო.
„ეს არის იგივე საქმე, იგივენი და გამოსვლა მეოთხე. ბადრი ჯავახიშვილი გამოყენებულია ინსტრუმენტად ბინძური ცილისწამებისთვის“,- განაცხადა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ რეალურად საქმე გვაქვს გამოძალვასთან ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან.
„ამ საკითხზე ორი კვირის წინ მივმართეთ საგამოძიებო უწყებას. შესაბამისად, მას პასუხს გასცემს გამოძიება. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ორკესტრირებულია გარკვეული ძლების მიერ. თედო კობახიძე ყველა კითხვას დღეს უპასუხებს. ბადრი ჯავახიშვილს ჰქონდა მცდელობა ფულის გამოძალვის ვიცე-სპიკერისგან. ეს ადამიანი ყველა ზღვარს გადავიდა. ამას მე ვერ დავფარავდი. პოლიცია საქმის კურსში მყავს ჩაყენებული. ყველა მტკიცებულება წარდგენილია საგამოძიებო უწყებებისთვის“,- თქვა ვიცეს-სპიკერმა.
გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით გავიდა სიუჟეტი, სადაც საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ თედო კობახიძე მას საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას სთხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები