იენს სტოლტენბერგი: ჩვენ განვიხილავთ უკრაინისთვის და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების საკითხს
13-14 ივნისს ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ უკრაინისთვის და საქართველოსთვის დამატებითი დახმარების საკითხს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მინისტერიალის მთავარი თემა ვარშავის სამიტისთვის მზადება იქნება. „უახლოესი ორი დღის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გასაზრდელად” , – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.