პრეზიდენტმა გია გეწაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, გია გეწაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა N129 ბრძანებულება 31 მაისს გამოსცა.
როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, გია გეწაძეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა.
გია გეწაძეს უფლება აქვს, პრეზიდენტის ბრძანებულება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს. 48 წლის გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2015 წლის 14 იანვარს დაინიშნა. მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. გია გეწაძე „ილიაუნის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა.
13434083_1159669120722246_464018487_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები