ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის სავიზო სანქციების გაუქმებას ითხოვს

ევროპარლამენტის დეპუტატთა 12-კაციანი ჯგუფი, რომელიც, ძირითადად, „ევროპის სახალხო პარტიის” წევრებისგან შედგება, რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ევროპული ინტერნეტგამოცემა EUobserver იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტარები სავიზო შეზღუდვების გაუქმებას უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელების: ალექსანდრ ბორტნიკოვისა და მიხაილ ფრადკოვისთვის ითხოვენ.
ევროპელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ქმნის. ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ანექსიის გამო დაუწესეს. მოგვიანებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა. ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება. ბრიუსელი სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები