სოსო მანჯავიძე – არ ვაპირებთ ამ ინიციატივით პოლიტიკური ქულების დაწერას

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი, ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით პოლიტიკური ქულების დაწერას არ გეგმავს.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მანჯავიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეფერენდუმები ქვეყანაში ხშირად უნდა ჩატარდეს, რათა მოსახლეობას თავად მიეცეს რიგი საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობა.
„ზოგი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა გვინდა, როგორ უნდა გვინდოდეს ქულების დაწერა, შეგნებულად გავაკეთეთ ისე, რომ პოლიტიკური ინიციატივის წართმევის ილუზია და შური არ ჰქონოდა არავის. ჩვენთვის პრინციპული საკითხია ის, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს აკრძალვა რეფერენდუმებთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რეფერენდუმები ჩაატაროს.
აპოლიტიკური კულტურის ზრდის საშუალება ჩვენს ქეყანაში სხვაგავარად უბრალოდ არ არსებობს. უნდა აიკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც რეფერენდუმი შეიძლება ეხებოდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ან მსგავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს. ქართველი ხალხი უნდა წყვეტდეს პოლიტიკური მოწყობის საკითხებს, მიწის გასხვისების საკითხებს უცხოელ იურიდიულ პირებზე. უამრავი საკითხია, რომელიც ახლა პოლიტიკური სისტემის პირობებში ვერ წყდება და ვღებულობთ გაუგებრობებს, სოციალურ დაძაბულობას და არეულობას“,-განაცხადა მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები