ზურაბ ტყემალაძე „მრეწველების“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკს გამორიცხავს

პარლამენტის წევრი, „მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე „პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკს გამორიცხავს, მისივე განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “მრეწველები” დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს”, ტყემალაძის განცხადებით,არჩევანი მათ უკვე გააკეთეს.
“პატრიოტთა ალიანსმა“ გაკრვეული ბლოკი უკვე შექმნა და გააკეთა კიდეც ამასთან დაკავშირებით განცხადება. ყველა კონკურენტს ვუსურვებთ წარმატებებს, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენს მერე. საქართველოში ისეთმა ეროვნულმა ძალებმა უნდა გაიმარჯვონ, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. საქართველოში საქართველოს ინტერესები ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაატაროს“,- განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები