დავით ზურაბიშვილი 13 ივნისის სტიქიაზე – „ხელისუფლებამ, მართლაც, არ დაიშურა ძალისხმევა“

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი გასული წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ხელისუფლების ღონისძიებებს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, დაზარალებულ ადამიანებს დახმარებოდა.
„ხელისუფლებისადმი მიჭირს სერიოზული საყვედურების თქმა, რადგან, მართლაც, არ დაიშურეს ძალისხმევა, თუმცა ეკოლოგიური უსაფრთხოება და გარემოს დაცვის საკითხები, რომლებსაც ნაკლები ყურადღება ექცევა, არ არის მხოლოდ ერთი ხელისუფლების პრობლემა. ასეთი შედეგები სწორედ ამას მოჰყვება ხოლმე. რაც შეეხება შედეგებს, არის პრეტენზიებიც, თუმცა ეს სამუშაო პროცესია, შეიძლება ყველაფერი იდეალური არ იყოს, არასდროს ხდება ასე, თუმცა ის შემთხვეები, როდესაც პრეტენზიებს გამოთქვამენ, ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები