პარლამენტში თამარ ქალდანსა და ნიკოლოზ ლეგაშვილს მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ თამარ ქალდანსა და ნიკოლოზ ლეგაშვილს მოუსმენენ.
კანდიდატურებს საპარლამენტო კომიტეტების წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარუდგენს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ქალდანისა და ლეგაშვილის კანდიდატურები პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტმა 3 წლის ვადით უნდა აირჩიოს. არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედი ხმებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები