უკრაინასთან ომს გამოკითხული რუსების 74 % მხარს დაუჭერდა

“ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 74 პროცენტი ალბათობის დონეზე უკრაინასთან რუსეთის ომს მხარს დაუჭერდა,- ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
გამოკითხვა 21-24 მარტს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1603 ადამიანმა მიიღო.
გამოკითხვის თანახმად, გადაწყვეტილად რუსეთის საომარ ქმედებებს უკრაინასთან 36 პროცენტი ემხრობა. გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომი მოსალოდნელია, 53 პროცენტის აზრით კი, ომი ნაკლებად სავარაუდოა. 13 პროცენტი საერთოდაც გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას. გამოკითხული რუსების 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება უკრაინის ახალ ხელისუფლებას უკავშირდება.
“ლევადა ცენტრის” დირექტორის ლევ გუდკოვის აზრით, მარტში ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა 72 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როდესაც იანვარში ეს მაჩვენებელი 65 პროცენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები