„ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ქალაქ მარნეულში აზერ სულეიმანოვია წარდგენილი, მარნეულის რაიონში კი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ წარმომადგენლად აჰმედ იმამყულიევს ასახელებს. ორივე კანდიდატი მარნეულის ცენტრში შეკრებილებს დავით ბაქრაძემ წარუდგინა. “ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატები, რომლებიც არიან საქართველოს პატრიოტები, რომლებიც არიან თავისი რაიონის პატრიოტები და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს კუთხე იყოს საქართველოს ერთ-ერთი დასაყრდენი,“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.