ცესკო-ს სხდომაზე კახა კუკავას დასწრების უფლება არ მისცეს
ცესკო-ში გამართულ სხდომაზე, სადაც 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს ირჩევდნენ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრს კახა კუკავას, დასწრების უფლება არ მისცეს.
კახა კუკავა აპირებს გამოითხოვოს სხდომის აუდიოჩანაწერი და ინფორმაცია არჩეული კანდიდატების და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.
“თამარ ჟვანია აგრძელებს ლევან თარხნიშვილის ბრჭყალებში საუკეთესო ტრადიციებს, როდესაც დახურულ სხდომაზე განიხილავს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატებზე კონკურსებს. კანონის მიხედვით ეს მართალია აბსოლუტურად ცინიკური და ფორმალური ნორმაა, მაგრამ კანონის მიხედვით პროფესიული კვოტა უნდა შეირჩეს დამოუკიდებელი კანდიდატებისგან თუმცა რეალურად თითო საარჩევნო ოლქში თითო კანდიდატი, რომელიც უკვე დამეტკილია იმიტომ, რომ გამოგზავნილია რაიონული გამგეობების მიერ და არანაირი კონკურსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გაიმართება,“ – განაცხადა კახა კუკავამ.
კუკავას ბრალდებებს პასუხობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აირჩია 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა სხდომა არის გამჭვირვალე და დასწრება შეუძლია ყველა უფლებამოსილ პირს. ვინაიდან კახა კუკავა არ წარმოდგენს უფლებამოსილ პირს, ამიტომ ვერ მოახერხა დასწრება “ – ანა მიქელაძემ.