“ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პრეზიდენტის ვეტოს მეშვეობით შეტანილ ცვლილებებს მიესალმება”
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ლევან ბოძაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პრეზიდენტის ვეტოს მეშვეობით შეტანილ ცვლილებებს მიესალმება.
ბოძაშვილი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესული ცვლილებები და აღნიშნულთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა განიხილეს.
კომისიის 107-ე პლენარული სხდომა 10-11 ივნისს გაიმართა.
„საქართველოს საკითხი დაახლოებით ორი საათის წინ განიხილეს და დაამტკიცა ვენეციის კომისიის პლენარულმა სხდომამ. მიღებული წინასწარი დასკვნა. დასკვნაში შევიდა ცვლილება იმ პროცესის აღწერისა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას და შემდეგ პარლამენტის მიერ მის გაზიარებას.
ვენეციის კომისია მიესალმა ამ პროცესს. კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიო ამ პროცესს უწოდა ბრძნული და კარგი კომპრომისი. კომისიის მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს წინასწარ დასკვნაზე და იმ პროცესზე, რომელიც შემდეგ განვითარდა მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მიიღო პარლამენტისგან კანონი გადმოგზავნილი ხელმოსაწერად, საუბარი იყო დასკვნის იმ ნაწილზე, რომელშიც შეფასებულია აღნიშნული საკანონდებლო ცვლილებები გარკვეულ ნაწილში დადებითად და მნიშვნელოვან ნაწილში იყო შეფასებული უარყოფითად“, – განაცხადა ბოძაშვილმა.