11 ივნისი
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი „სითი პარკთან“ დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
12:00
თბილისის მერი დავით ნარმანია და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია მდ. ვერეს აუზში წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობების (ადრეული გაფრთხილების სიტემის) მუშაობას ადგილზე გაეცნობიან. საკონტაქტო პირი : ლანა ქარდავა 577158572. მის.: სვანიძის ქუჩა
20:00
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ლეგენდარული „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ომარ ხუბაევის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება.