ქსენია სობჩაკი თაღლითების მსხვერპლი გახდა
ცნობილი ტელეწამყვანი ცდილობს, საჯაროდ არ გამოჩნდეს. ამიტომაც ინტერნეტმაღაზიებით სარგებლობას მიეჩვია. ეს მოსახერხებელია, პრაქტიკულად, დროც არ იკარგება და ფასებიც ბევრად იაფია. ხშირად ასეთ მაღაზიებში თანხის წინასწარ გადახდას ითხოვენ.
ქსენია სობჩაკსაც არ გაკვირვებია, როდესაც მენეჯერმა შესაძენ ნივთში მას თანხის ნაწილის წინასწარ გადახდა მოსთხოვა, თუმცა გავიდა რამდენიმე დღე და ქსენიას მიერ შეძენილი ნივთი არ ჩამოსულა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, გაერკვია, თუ რა ხდებოდა. გაირკვა, რომ ის მოატყუეს.
ასეთ ინტერნეტმაღაზიებს მრავალი კლიენტი ჰყავს. ინტერნეტმაღაზიების მორიგი მსხვერპლი მისი მეგობარი აღმოჩნდა. გოგონას ძვირად ღირებული ნივთის შეძენა უნდოდა, თუმცა ის შეყვარებულისთვის შერჩეული საჩუქრისა და ფულის გარეშე დარჩა. სამართალდამცველები ჰპირდებიან, რომ ბოროტმოქმედებს დააკავებენ და კანონით დასჯიან. თუმცა სობჩაკმა თაყვანისმცემლები მოტყუების შესახებ გააფრთხილა და სოციალური ქსელის საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა ბმული: “ცრუ გამყიდველები”.