10 ივნისი

11:00
ჯანდაცვის მედია სკოლაში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს დოქტორი ანდრე ვაისმანი, ცნობილი მეცნიერი, რომელმაც ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნვის უახლესი ANR მეთოდის (აქტიური ნეირო-რეგულაცია) საშუალებით, მსოფლიოში 23 ათას ადამიანზე მეტი განკურნა. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საკონტაქტო პირი: ნათია ნარმანია 568 27 24 24
11:00
C ჰეპატიტის პირველი სერვის-ცენტრი გაიხსნება. ცენტრს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გახსნის. მის: ფალიაშვილის 110
11:00
“პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბრიფინგს გამართავს.
11:00
“ანგარიში თბილისს” პროექტის ფარგლებში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პირველ პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 2016 წლის სარეაბილიტაციო პროექტებსა და კომპანიის ახლადდანერგილ კონცეფციას, ბიზნესცენტრების მოდელს მიეძღვნება. პრესკონფერენციას, კომპანიის საოპერაციო დირექტორი და თბილისის მთავარი დისპეჩერი ჩაატარებენ. მისამართი: მ.კოსტავას I შესახ. N33, (ლაგუნა ვერეს მიმდებარედ).

11:30
“პირველის პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
11:30
მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მავთულხლართები ქარელთან; საარჩევნო გარემო; ვიზალიბერალიზაცია და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“პირველის პრესკლუბში” “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი სანდრო ბრეგაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და მათ შორის პარტიის სამომავლო გეგმებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
კონსტანტინე გამსახურდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბლოკი ირმა ინაშვილთან; საარჩევნო გარემო და ინტერპარტიული ჯგუფის გეგმები და მოთხოვნები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
A8
12:00
ქ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ ცნობადობის ამაღლების სემინარი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფოთში მოქმედი მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მის: ქ. ფოთი, 26 მაისი ქ. №9
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, “არგენტინის სახლი საქართველოში” ბრიფინგს გამართავს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს.
13:00
NEW
თბილისის მერი დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მის. : ექსპო ჯორჯია, მე-3 პავილიონი. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 141 151
14:00
სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” საქართველოს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მისამართი: ვარდების მოედანი N1

18:00
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში შუა საუკუნეების საგანძურის გამოფენას უმასპინძლებს. მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები