რატომ დატოვა ჟანა ფრისკე მეუღლემ აშშ-ში მარტო
მომღერალი ჟანა ფრისკე უახლოესი ტექნიკის გამოყენებით თავის ტვინის სიმსივნის დასამარცხებლად საავადმყოფოში ამბულატორიულად მკურნალობს. ჟანა ფრისკეს მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რა გახდა იმის მიზეზი, რომ ჟანა ფრისკეს მეუღლემ, ტელეწამყვანმა დიმიტრი შეპელევმა ის ამერიკაში მიატოვა. ამის მიზეზი კი ჟანას მკურნალობისთვის შეგროვილი ყველა საშუალების თითქმის ამოწურვა გახდა. დიმიტრი იძულებული იყო, მოსკოვში გაფრენილიყო, რომ რამდენიმე პროგრამაში მონაწილეობით ფული ეშოვა.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს შეპელევი ავადმყოფი ჟანას მოვლით დაიღალა და ეს ლოს-ანჯელესში მისი დატოვების მიზეზი გახდა. თუმცა მომღერლის მამამ გავრცელებული ხმები უარყო.