ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისში, ორთაჭალის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.