მეცნიერთა დაკვირვებით, სამხედროების ცოლების უმეტესობას უძილობა და დეპრესია სჭირს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამხედროების ცოლთა უმეტესობას დეპრესია და უძილობა სჭირს. ამის შესახებ გამოცემა American Academy of Sleep Medicine იუწყება.
მეცნიერებმა 1480 სამხედროს მეუღლე გამოჰკითხეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეების 54% ძილის პრობლემას უჩივის, რის გამოც ისინი თავს ცუდად გრძნობენ. კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არა მარტო სამხედრო მოქმედებების მონაწილეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ესაჭიროებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები