ბიძინა ივანიშვილი: მინისტრების უმეტესობის ხელფასები იმაზე დაბალია, რაც შეეძლოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობისას მიეღოთ

მინისტრების უმეტესობის ხელფასები იმაზე დაბალია, რაც შეეძლოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობისას მიეღოთ,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობებზე მინისტრების ხათრით დარჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ივანიშვილი პრემიების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემის ირგვლივ ხმაური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ელიტარული კორუფცია ყვაოდა, ახლა კი ახერხებენ, რომ პრემიები მაღალ ტრანსში ასწიონ.
„მე მხედველობაში მქონდა, რომ ძალიან ბევრი კარგი მინისტრი ჰყავს საქართველოს, ჩემი დროიდან გადმოყოლილი და იმის შემდგომაც. განათლების ახალ მინისტრს, რომელიც კვირიკაშვილმა დანიშნა, მე არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან აქებენ. ძალიან ბევრი მათგანი წუხდა, რადგან ბიზნესში მეტს სთავაზობდნენ.
რაც შეეხება პრემიებს, პრემიები ლამის კორუფციაზე მეტ დანაშაულად გახადეს. ესეც ”ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ელიტარული კორუფცია ყვაოდა, ახლა კი ახერხებენ, რომ პრემიები გაცილებით მაღალ ტრანსში ასწიეს. როგორ ბედავდნენ თურმე მაღალი თანამდებობის პირები პრემიების აღებას. იქ იყო რაღაც გადაცდომებიც, რომელიც მე არ მომეწონა, თუ გახსოვთ სასჯელაღსრულებაში იყო გადაცდომები პრემიებზე, და მათზე რეაქციაც გააკეთა ხელისუფლებამ”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობაში ძალიან ბევრი კარგი მინისტრია და ზოგადად, ხელისუფლება ხალხის სამსახურში დგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები