ისრაელმა პალესტინელებს რამადანის დროს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ისრაელის ხელისუფლებამ 83 ათას პალესტინელს მუსულმანებისთვის წმინდა დღესასწაულზე, რამადანზე ჩასვლა აუკრძალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პალესტინელებს იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან აეკრძალათ ისრაელში ნათესავების მონახულება, იერუსალიმში რელიგიურ ცერემონიებზე დასწრება და თელ-ავივის აეროპორტის გავლით მოგზაურობა. ისრაელმა ეს შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც თელ-ავივის ცენტრში ორმა პალესტინელმა სროლა ატეხა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები