9 ივნისი

10:00
სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციში „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება – ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“. მის: თბილისი, კოსტავა ქ.N14
10:15
NEW
“პირველის პრესკლუბში””უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: განმეორებითი მიმართვა ნიკოლოზ გვარამიას და საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
NEW
თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ ბრიფინგს გამართავს. მის: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ჟ. შარტავას 7.
11:00
“პირველის პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: წინასაარჩევნო კამპანია, ვიზალიბერალიზაციის საკითხები, რუსთავი 2-ის საქმე და სხვა მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით გერმანული საპროთეზო ცენტრის “OttoBock”-ის წარმომადგენლები ქართველ ამპუტანტ ვეტერანებს პროთეზების დასამზადებლად ზომებს აუღებენ. მის: კეიდიას ქ. №7 (ყოფილი კახოვკა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი. საკონტაქტო ტელ: 568 00 14 14, 595 53 00 21

11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ბრიფინგს გამართავს.
11:00
NEW
თბილისის მერი ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შეაჯამებს და ჟურნალისტებს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გააცნობს. მის. : თბილისის ზოოპარკი. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 141 151
11:30
“პირველის პრესკლუბში” სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: წინასაარჩევნო კამპანია, ირმა ინაშვილის სარჩევნო ბლოკი, სხვა შესაძლო გაერთიანებები, ვიზალიბერალიზაციის საკითხი და სხვა აქტუალური პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნა, ვალდებულებები და საარჩევნო გარემო; ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის განცხადებები; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს.
A8
12:00
“პირველის პრესკლუბში” ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
მოკლულ, 21 წლის თემურ მიქიას გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით აწ გარდაცვლილის დედა – ლამზირა მიქია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ძებნილი, ყოფილი პოლიციელი ელდარ მიქაძე უზენაესმა სასამართლომ გაამართლა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, პარტია „ჩვენი სამშობლოს” თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი ბრიფინგს გამართავს.
12:30
“პირველის პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ბრიფინგს გამართავს. თემები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ინვესტიციები; სააკაშვილის ეკონომიკისა და ახალი მთავრობის ეკონომიკის შედარება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.

13:00
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინდელის N9
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს.
17:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდებიან. მის:ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი; ნინოშვილის ქ. #35; საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე 595053605
18:00
„ბეტსიში“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, კავკასიური სახლის, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს და იგორ გაიდარის ფონდის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე: საქართველო-რუსეთი რეფორმების 25 წელი” სადაც მოხდება პარალელების გავლება საქართველოსა და რუსეთში ბოლო 25 წლის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე, დისკუსიის შემდეგ კი შედგება ეგორ გაიდარის წიგნის “იმპერიის დაცემის“ პრეზენტაცია. ასევე მოეწყობა ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება.
20:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ქართული შრიფტების კონკურსის „ქართული ა“ გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც “თიბისი” ბანკის პროექტის, #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება. მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები