პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს

პარტია „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს. დაკარგული კომპიუტერი პარტიის ხელმძღვანელის მდივანს გვანცა იობიძეს ეკუთვნოდა. იობიძე აცხადებს, რომ სამუშაო კომპიუტერი გუშინ საღამოს პარტიის ოფისში დატოვა, თუმცა დილით აღარ დახვდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები