კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი – სავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
სამარშუტო ტაქსის სხვა მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები