ნუგზარ წიკლაური დაჰკითხეს

   საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულდა. წიკლაური პროკურატურის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დაჰკითხეს. წიკლაურის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, საქმე აღძრულია 120-ე მუხლით. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მომავალში ეს კვალიფიკაცია შეიცვლება, რადგან ადგილი ჰქონდა წიკლაურის გატაცების მცდელობას, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია. “მას თავს დაესხა რამდენიმე პიროვნება, სასტიკად სცემეს და ცდილობდნენ მის გატაცებას. აქედან გამომდინარე, დანაშაული გაცილებით მძიმეა და ვიმედოვნებთ, რომ ეს კვალიფიკაცია შეიცვლება. ასევე არის არაერთი თვითმხილველი, ფაქტი, დაფიქსირებულია ერთ-ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანი, რომლითაც თავს დაესხნენ და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ძალიან ბევრია, ვიმედოვნებთ, საქმეს პროკურატურა მალე გახნის”, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები