თბილისში ხუთი ავტომანქანის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია ოლიმპიური ქალაქის დასახლებაში მოხდა. ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა,რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები