მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა დაამტკიცა

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა დაამტკიცა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, დღეს მთავრობის სხდომაზე ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა გავიდა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„მოგეხსენებათ, რომ რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება არისქვეყნის სივრცითი მოწყობა და სწორედ ეს არის ამის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ურეკი-შეკვეთილის მიმართულებით განვითარება იქნება სწორი, არ იქნება ქაოტური დაშესაბამისად, ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის კურორტს და არ მოხდება იქ ქაოსურიგანვითარება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები