კორეის რესპუბლიკამ ბირთვული ცდების შეწყვეტის პირობები დაასახელა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ბირთვული იარაღის ცდების დროებით შეჩერების წინადადებით გამოვიდა. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ აშშ და სამხრეთ კორეა მიმდინარე წელს ერთობლივი მანევრების ჩატარებაზე იტყვიან უარს. ამის შესახებ კორეის ტელეგრაფის ცენტრალური სააგენტოს შეტყობინებაშია ნათქვამი.
„წვრთნების გაუქმების საპასუხოდ ჩვენ მზად ვართ დროებით შევწყვიტოთ ბირთვული ცდები, რაც აშშ-ს შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აშშ-ს სამხრეთ კორეაში და მისი საზღვრების მახლობლად მანევრების გაუქმებისკენ მოუწოდა.
ამერიკელი და სამხრეთკორეელი სამხედროები კორეის ნახევარკუნძულზე ყოველწლიურად მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ. კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამ წვრთნებს პროვოკაციულს უწოდებენ.
დღემდე ჩრდილოეთ კორეამ 3 ბირთვული ცდა ჩაატარა – 2006, 2009 და 2013 წლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები