ახალი "აიფონი" სექტემბერში გამოვა

   კომპანია “ეფლი” „აიფონის“ ახალ ვერსიას 2014 წლის სექტემბერში გამოუშვებს. ის ბაზარზე ორ ვარიაციაში იქნება წარმოდგენილი – მაღალხარისხიანი თხევადკრისტალური ეკრანით, 4,7 და 5,5 დიუმით. შეგახსენებთ, რომ „აიფონის“ ბოლო მოდელი 4- დიუმიანია.
როგორც ცნობილია, კომპანიამ ზემოთ ხსენებული ეკრანი იაპონურ კომპანიას შეუკვეთა. გარდა ამისა, ახალი „სმარტფონის“ პროდუქციის ელექტრონული შევსებით ასევე სამხრეთ კორეული ფირმა “LG Display” დაკავდება.
თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია კომპანია “ეფლის” და სხვა ზემოთ ნახსენებ კომპანიებს არ დაუდასტურებიათ. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სექტემბერში კომპანია “ეფლმა” სმარტფონები: „5C“ და „5S“ წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები