კომედიის ფესტივალი მესამედ იმართება

„დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“, – ამ სლოგანით გორში კომედიის ფესტივალი უკვე მესამედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესტივალს, ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი გახსნის და 23 ივნისს, დათო ევგენიძის საქველმოქმედო კონცერტით დაიხურება.
წელს „კომედიის ფესტივალი“ უკვე საერთაშორისო გახდა, მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, უკრაინის და ბულგარეთის თეატრალური დასები, ქართული პროფესიული თეატრის 20 დასთან ერთად. პროექტს ახორციელებს ფონდი REG ART. ფესტივალი იმართება გორის მერიის პატრონაჟით, ხოლო პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო; გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი და პროექტი check in georgia.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები