მთავრობა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე დღეს იმსჯელებს

არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული ახალი განკარგულების კონტრასიგნაციაზე მთავრობა დღეს იმსჯელებს. მთავრობის სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული. მინისტრები, საერთო ჯამში, 38 საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. კანონმდებლობით, პრეზიდენტის განკარგულებაზე მთავრობის მეთაურმა ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები