აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი დააწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დღეს გამოაცხადა ახალი, მასშტაბური სანქციების პაკეტი ირანის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს თეირანის გლობალური ნავთობვაჭრობის ქსელის შეზღუდვას და მისი ეკონომიკური რესურსების დაბლოკვას.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნაბიჯი 115 სასანქციო ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის კომპანიებს, გემებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აშშ-ის შეფასებით მონაწილეობენ ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალურ ვაჭრობაში, განსაკუთრებით ჩინეთში, სირიაში და სხვა პარტნიორ ქვეყნებში.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს ნაბიჯი არის “ირანის ბოროტი გავლენის ჩასახშობად და რეგიონული სტაბილურობის დასაცავად” გადადგმული კონკრეტული ქმედება.

სანქცირებულ სუბიექტებს შორისაა კომპანიები თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ-კონგში და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული გადამზიდავები.

როგორც უცხოურ მედიაში აღნიშნავენ, აშშ ცდილობს, ირანის ფინანსური შესაძლებლობები დაასუსტოს, რომლებიც ბალისტიკური პროგრამების, ბირთვული განვითარებისა და რეგიონული დაპირისპირებების მხარდასაჭერად არის მიმართული.

თეირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი სანქციები „პროვოკაციას და დიპლომატიური სივრცის ხელოვნურ დახურვას“ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ირანზე ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, სასანქციო ღონისძიება არის უმსხვილესი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები