ფეკალური მასების ზღვაში ჩაშვების გამო გემის კაპიტანი დააჯარიმეს

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარმოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, შემოწმების შედეგად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდ „BOSNA“-ს მიერ ფოთის პორტის მე-9 ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური მასების ზღვაში ჩაშვების ფაქტი გამოავლინა.

მოცემულ ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს 582 მუხლის მე-7 ნაწილით, გემის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქის მიმართ ერთობლივი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. შედგენილი ოქმი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას – 65 000 ლარს. საქმე ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა და სამართალდამრღვევს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები